28 ნოემბრის განცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ შანტაჟი დამთავრებულიყო და ვეღარ გვაშანტაჟებენ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროპული ბიუროკრატია საბჭოური მიდგომებიდან როგორც კი გამოვა, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი.
„28 ნოემბრის განცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ შანტაჟი დამთავრებულიყო და ვეღარ გვაშანტაჟებენ. ამითაც დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა. ჰუნდოდათ სამ თვეში ერთხელ დავეშანტაჟებინეთ, ხან ეს არ მოგვცეს, ხან იქ არ მიგვიწვიეს და ა.შ. ეს შანტაჟი დამთავრდა. ეს ყველაფერი შანტაჟისთვის იყო გათვლილი, არავის აინტერესებდა არცერთი ქვეყნის მიღება ევროკავშირში. ეს იყო რეალობა. ერთადერთი, რისთვისაც აინტერესებდათ ეს თემა, იყო შანტაჟი და ჩვენ არ მივეცით ამ ხალხს შანტაჟის საშუალება. არაფერი საინტერესო არ არის, არც შეხვედრებზე მიწვევა, არც ამის გახსნა, არც იმის გახსნა, თუ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება ეს ყველაფერი. არ გვაინტერესებს მათი შანტაჟი. როგორც კი გამოვა ამ საბჭოური მიდგომებიდან ევროპული ბიუროკრატია, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი. ეს არის მათი საქმე. ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერაა, დანარჩენი ყველაფერი სამუშაო პროცესია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

