აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულებაა, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ფეხქვეშ გათელეს – ეს ჯერ დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოხდა და ახლა ამ ყველაფერს კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ!” – ირაკლი კობახიძე

მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულებაა, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ფეხქვეშ გათელეს – ეს ჯერ დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოხდა და ახლა ამ ყველაფერს კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ! – ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის ფარგლებში წარდგენილ შესწორებებს, რომელიც ტელეკომპანიების: – „იმედის“, „რუსთავი2“-ის და „პოსტივის“ მიმართ შემზღუდავი ზომების მიღებას ითვალისწინებს.

კობახიძის განცხადებით, „შეფასებაც არ სჭირდება იმას, როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები სხვა ქვეყანაში მედიის თავისუფლებას პირდაპირ ესხმიან თავს“.

„ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ეს არის პირდაპირ უხეში თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე. ამას შეფასებაც არ სჭირდება. ე.წ. ევროპელი პოლიტიკოსები ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს პირდაპირ უპირისპირდებიან. მედიის თავისუფლებაც ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულებაა, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ფეხქვეშ გათელეს. ეს ჯერ დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოხდა და ახლა ამ ყველაფერს კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....