ონის რაიონში დათვის ბელი გადაარჩინეს, რომელიც მდინარე ჭანჭახს მოჰქონდა. ბელს დაზიანებული აქვს უკანა მარცხენა კიდური. სამაშველო ოპერაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს რაჭის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს. მათ ცხოველს დახმარება ადგილზე გაუწიეს. ბელი გადმოყვანილია თბილისში და შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, დროებით მიბარდა კომპეტენტურ პირს, რომელიც იზრუნებს მის მოვლა-პატრონობაზე.
იტვირთბა....