აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა პოლტავას რაკეტებითა და დრონებით დაარტყა, დაიღუპა 4 ადამიანი და 31 დაშავდა

რუსულმა ძალებმა უკრაინის პოლტავას ოლქს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პოლტავას საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვიტალი დიაკივნიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამრეწველო ობიექტი დაზიანდა და 3 480 აბონენტი გაზის გარეშე დარჩა. ასევე დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.

კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში ღამით საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. კიევში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....