თენგიზ შარმანაშვილი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა. შარმანაშვილი კალასს ურჩევს, რომ ყურადღება “ევროკავშირში არსებულ პრობლემებს” მიაქციონ.
“კაია კალასს ვეტყოდი, რომ აშშ-ს ოფიციალურ პოზიციას გაეცნონ, როგორი არასწორი მიმართულებით ვითარდება თვითონ ევროკავშირი და ევრობიუროკრატია. ამას მიაქციონ ყურადღება – იმიტომ, რომ ეკონომიკური პარამეტრებით, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, თავდაცვის სისტემების უკუსვლით, ნებისმიერი, რაც გნებავთ, ევროპაში ყველაფერი უკან-უკან მიდის. იქნებ თავის თავში მოძებნონ, თუ რა ხდება მათ თავს.
ჩვენ ისევ ვეუბნებით, რომ კაია კალასის ნარატივებით საქართველოში ჩვენს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს ვერ ავაწყობთ. უნდათ ჩვენთან საუბარი? მზად ვართ. უნდათ ჩვენი მბრძანებლობა? ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ”. – თქვა შარმანაშვილმა.
ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე კალასმა თქვა, რომ “საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს”.

