აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანის ბლოკადის მიუხედავად, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა კომერციულმა გემმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა” – აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

ირანის ბლოკადის მიუხედავად, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა კომერციულმა გემმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

„აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსნები არაბეთის ყურეში მოქმედებენ, მას შემდეგ, რაც მათ „პროექტი თავისუფლების“ მხარდასაჭერად ჰორმუზის სრუტეში გაიარეს“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები „კომერციული მიმოსვლის აღდგენის ძალისხმევას მხარს აქტიურად უჭერენ“.

„როგორც პირველი ნაბიჯი, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა კომერციულმა გემმა წარმატებით გაიარა ჰორმუზის სრუტე და ახლა უსაფრთხოდ განაგრძობს სვლას“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

ამასთან, გამოცემა Axios-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში მყოფი აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის ძალის გამოყენების წესები შეიცვალა და უფლება მიეცათ, რომ ცეცხლი გაუხსნან იმ სამიზნეებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

იტვირთბა....