კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ უკრაინისთვის დამატებით 270 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა. დახმარება საბრძოლო მასალებსა და სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს.
BNN Bloomberg-ის ინფორმაციით, კარნიმ ასევე განაცხადა, რომ კანადა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას შეინარჩუნებს.
კანადამ ბოლო თვეებში უკრაინის სამხედრო დახმარება გაზარდა – თებერვალში კარნი კიევს დამატებით 2 მილიარდი დოლარის სამხედრო მხარდაჭერასა და რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას დაჰპირდა.

