აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა ხარკოვის ქალაქ მერეფას დაარტყა, 5 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ მერეფაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურასა და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა სულ მცირე ათი სახლი, ოთხი მაღაზია, ერთი ავტოგასამართი სადგური, ადმინისტრაციული შენობა, ორი ავტომობილი და რესტორანი.

იტვირთბა....