აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უნიათობაა, რაც რადიკალურ ოპოზიციაში ხდება” – დავით მათიკაშვილი

უნიათობაა, რაც რადიკალურ ოპოზიციაში ხდება, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, რადიკალები არაფრის გამკეთებლები არ არიან.

„ეს ადამიანების ის დაჯგუფებაა, ვის მიმართაც საზოგადოებას ნდობა არ აქვს. ეს საფუძველია იმის, რაც მეათედ შექმნილ ფანჩატურში ხდება, რომელიც მათ თავზე ენგრევათ. ერთმანეთს საკუთარ უნიათობას აბრალებენ. როგორ წარმოგიდგენიათ, სადისტური რეჟიმის შემქმნელებს, რომლებიც საკუთარ მოსახლეობას ტანჯავდა, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდა და პატიმრებს აუპატიურებდნენ, საზოგადოება მათ მხარს დაუჭერს? მათი კიდევ ერთი უნიათო მცდელობა ფიასკოთი დასრულდება. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი პასუხს კიდევ ერთხელ არჩევნებზე გასცემს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

იტვირთბა....