აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დღევანდელი სამიტი მართლაც ისტორიულია” – ანტონიო კოშტა

დღევანდელი სამიტი მართლაც ისტორიულია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ  ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ისტორიულია, რადგან პირველად სწორედ სამხრეთ კავკასიაში იკრიბება და ის სომხეთს ევროპის გულში აქცევს.

“დღევანდელი სამიტი მართლაც ისტორიულია. ის ისტორიულია, რადგან პირველად სწორედ აქ, სამხრეთ კავკასიაში იკრიბება, და რადგან ის სომხეთს ევროპის გულში აქცევს, ზუსტად იქ, სადაც მისი ადგილი არის, მისი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის გათვალისწინებით.

ეს სამიტი ისტორიულია კიდევ იმიტომ, რომ დღევანდელი სამიტი შესაძლებელი გახდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად. ეს შეთანხმება ევროპაში მშვიდობის ისტორიაა, რომელიც უნდა აღინიშნოს იმ სამყაროში, სადაც ესკალაცია და ომი თითქოს დომინირებს. სწორედ ამიტომ, ეს შეთანხმება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს დღეს ჩვენთვის” – განაცხადა კოშტამ.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში იმართება. გახსნის ცერემონიის შემდეგ სამიტის პლენარული სესია იგეგმება.

წლევანდელი სამიტის დევიზია „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“.

იტვირთბა....