გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ნატო-ს ფარგლებში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის მოუწევს, შეეგუოს იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპი მის შეხედულებებს არ იზიარებს.
ფრიდრიხ მერცის თქმით, ტრამპთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს.
„მე არ ვამბობ უარს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე მუშაობასა და დონალდ ტრამპთან თანამშრომლობაზე. ამერიკელები ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ამასთან, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს გერმანიის მთავრობისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად, ირანში ომი.
მისივე თქმით, საკუთარი პოზიცია დონალდ ტრამპთან თავიდანვე ნათლად გამოხატა.
ფრიდრიხ მერცის განმარტებით, მან ტრამპს განუცხადა: „თუ გსურთ, ასეთ კონფლიქტში დაგეხმაროთ, მაშინ წინასწარ დაგვიკავშირდით და დახმარება გვთხოვეთ“.
ფრიდრიხ მერცმა გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის საკითხზეც ისაუბრა.
„შესაძლოა, ეს ცოტა გაზვიადებულად იყოს შეფასებული, მაგრამ ამაში ახალი არაფერია“, – აღნიშნა მერცმა.

