29 აპრილი, 1 და 2 მაისი, ”საქართველოს ბანკის” და “Express ბანკის”, გარკვეული სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი” და “Express ბანკი” ავრცელებს.
დასვენების დღეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს უკავშირდება.
შაბათს, 30 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო Express ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე.
მომხმარებელს მოქმედი სერვისცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, შეუძლია მიმართოს, “საქართველოს ბანკის” და “Express ბანკის” სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომრებზე: 2444444; 2555555. სატელეფონო მომსახურების ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში კვირაში შვიდი დღე.
3 მაისიდან “საქართველოს ბანკის” ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.