აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კაია კალასი აზერბაიჯანს ეწვევა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ხვალ აზერბაიჯანს ეწვევა, – ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში გამგზავრებამდე კალასი ერევანში ევროკავშირი-სომხეთის სამიტს დაესწრება.

„იმავე დღეს, უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანში გაემგზავრება. უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკურ დონეზე ორმხრივი შეხვედრების სერიას გამართავს, მათ შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....