აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ იმედი აქვს, 2028 წელს აზერბაიჯანში „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტს დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, იმედი აქვს, რომ 2028 წელს აზერბაიჯანში „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტს დაესწრება.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი წელს პირველად, მართალია დისტანციურად, მაგრამ მონაწილეობს სომხეთში მიმდინარე ღონისძიებაში.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან ასევე გაიმართა „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტზე, რომელიც პრაღაში ჩატარდა. მისივე თქმით, დღეს ერევანში მიმდინარე სამიტში მონაწილეობს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი. ​ფაშინიანის თქმით, ეს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სომხეთში.

იტვირთბა....