აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კაია კალასი მიჯნავს ქართულ საზოგადოებას და არჩეულ ხელისუფლებას, დემოკრატიის თვალსაზრისით, ეს ძირგამომთხრელი საქმიანობაა” – არჩილ გორდულაძე

სამწუხაროდ, კაია კალასი დემოკრატიის უკუსვლის გზას ადგას. მაშინ, როცა ჩვენ დემოკრატიას გვიწუნებენ, თავად დემოკრატიის საფუძველს უგულვებელჰყოფს, – ​ამის შესახებ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, კაია კალასს სიმართლეზე პრეტენზია ვერ ექნება მაშინ, როცა ერთმანეთისგან მიჯნავს ქართულ საზოგადოებას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად არჩეულ ხელისუფლებას.

„ეს პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობაა დემოკრატიის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, კაია კალასი დემოკრატიის უკუსვლის გზას ადგას. მაშინ, როცა ჩვენ დემოკრატიას გვიწუნებენ, თავად დემოკრატიის საფუძველს უგულვებელჰყოფს. სამწუხაროდ, არარჩეული ბიუროკრატია ევროპელ ხალხს და ევროპულ სახელმწიფოებს არ წარმოადგენს, მათი განცხადებები ნაკლებადყურადსაღებია. ერთ-ერთი ევროკომისარი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობას პატივი არ უნდა სცენ და გზებს ეძებენ, რომ ქვეყანაში შავი ფული შემოიტანონ. ეს არის დემოკრატიის უკუსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რაც სამწუხაროა, რის გამოც ვამბობთ, რომ ევროპა ევროკავშირში უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე განაცხადა: „მიმდინარეობს დისკუსიები, რათა შევძლოთ დაკავშირებადობის საკითხში წინსვლა. გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს“.

იტვირთბა....