აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კაია კალასის ნარატივებით ჩვენს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ვერ ავაწყობთ, ვურჩევდი, გაეცნოს აშშ-ის პოზიციას, როგორ არასწორი მიმართულებით ვითარდება ევრობიუროკრატია” – თენგიზ შარმანაშვილი

კაია კალასს ვურჩევდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას გაეცნოს, როგორ არასწორი მიმართულებით ვითარდება ევრობიუროკრატია და ევროკავშირი. ამას მიაქციონ ყურადღება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის დღევანდელ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა. 

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, „ეკონომიკური პარამეტრებიდან დაწყებული, პოლიტიკური სიტუაციებით დასრულებული, ევროპაში ყველაფერი უკან-უკან მიდის“.

„იქნებ, თავის თავში მოძებნონ, რა ხდება მათ თავს. ჩვენ ისევ ვეუბნებით, რომ კაია კალასის ნარატივებით ჩვენს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ვერ ავაწყობთ. უნდათ, საუბარი, მზად ვართ. უნდათ ჩვენი ბრძანებლობა? ამისთვის მზად არ ვართ“, – განაცხადა თენგიზ შარამანაშვილმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე განაცხადა: „მიმდინარეობს დისკუსიები, რათა შევძლოთ დაკავშირებადობის საკითხში წინსვლა. გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს“.

იტვირთბა....