ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 120 ჯარისკაცი დაკარგა – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ოკუპანტების დანაკარგებია – 6 ტანკი; 4 ჯავშანტექნიკა; 113 საარტილერიო სისტემა; 2 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 2 249 დრონი; 11 უპილოტო სახმელეთო სისტემა; 268 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი; 17 სპეციალური აღჭურვილობა და 5 ფრთოსანი რაკეტა.

