დღეს, 4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტი გაიხსნება. ერევანში იმყოფება ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად. დელგაციის შემადგენლობაში არიან მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ცნობილია, რომ სომხეთში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკვე ჩავიდნენ.
ერევანში იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. სამიტს დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
“დავეშვით ერევანში, სადაც ევროპის პოლიტიკური საზოგადოება ხვალ შეიკრიბება კონტინენტური მასშტაბის გამოწვევების განსახილველად. უსაფრთხოებიდან ენერგეტიკასა და კავშირგაბმულობამდე. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირ-სომხეთის ისტორიაში პირველი სამიტით”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

