საზოგადოება

როგორი რეაქცია ჰქონდა დი კაპრიოს თაკო ნაცვლიშვილის დანახვისას (ფოტოკოლაჟი)

ქართველი მოდელი, არმანის სახე, თაკო ნაცვლიშვილი,  „ნანუკას შოუში“ იხსენებს, როგორ შეხვდა თავის საყვარელ მსახიობს, ლეონარდო დიკაპრიოს  „ბექსთეიჯში“ (კულისებში )და რა რეაქცია ჰქონდა მსახიობს მის დანახვაზე:

„ შემოვიდა დიკაპრიო „ბექსთეიჯში“ და აათვალ-ჩაათვალიერა მოდელები. ჩვენება რომ დამთავრდა, გავედი. კიბეებთან იდგა, დაცვასთან ერთად. დიკაპრიო ცოტა დაბალია. ამოიხედა, მიყურებს და მიცინის. ერთი-ორი წუთი ვუყურებდით ერთმანეთს. ძაან დავიმორცხვე. თავშეკავებული ვარ, რისი პრობლემაც მაქვს. …“-ამბობს თაკო ნაცვლიშვილი.

როგორც თაკო ნაცვლიშვილი ამბობს, მის ყურადღებას მიიპყრობს განათლებული, რეალიზებული, სიმპათიური, სერიოზული მამაკაცი: „ჩემზე მაღალი უნდა იყოს.  ჯერ გათხოვება არ მინდა, კარიერას უნდა მივხედო. მოდელობა საქართველოში კარგად გათხოვებად  ითვლება. მე კი ჯერ კარიერა მინდა, სწავლა-განათლება და შემდეგ ვიფიქრებ ოჯახის შექმნაზე. ჯერ 17 წლის ვარ. 25 წლამდე ნამდვილად არაფერს არ ვაპირებ. „-ამბობს თაკო.

3
12

იტვირთბა....