ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცედურები დაწყებულია

ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცედურები დაიწყო – ამის შესახებ უკრაინელი მფრინავის ადვოკატმა განაცხადა. მარკ ფეიგინის ინფორმაციით, ეს არ არის სწრაფი პროცედურა და შეიძლება ორ თვემდე გაგრძელდეს.

უკრაინულმა მედიამ გაავრცელა სავჩენკოს დის – ვერას კომენტარიც, რომელმაც პატიმარი მოინახულა და განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკო პროცედურების დასაწყებად საჭირო საბუთებს უკვე ავსებს.

თავად ვერა სავჩენკო კი გუშინ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შეაჩერეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება უკრაინელი მფრინავის ადვოკატმა მარკ ფეიგინმა განაცხადა: „უკრაინის გენერალური კონსული დონის როსტოვში ამჟამად მათკენ მიემართება, რათა სიტუაცია გაარკვიოს”.

დღეს კი გავრცელა ინფორმაცია, რომ ვერა სავჩენკო რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ, უკვე თავისუფალია. უკრაინული მედიის ცნობით, მას რუსმა მესაზღვრეებმა საზღვარზე პასპორტი ჩამოართვეს და რუსეთის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს.

იტვირთბა....