ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცნობმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შემთხვევა რუსეთის საზღვართან ახლოს, ვიროლაჰტის რაიონში მოხდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე დრონის ტიპი და წარმომავლობა უცნობია.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ამჟამად ქვეყნის საჰაერო სივრცეში აღარ იმყოფება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

