აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისგან საბრძოლო თვითმფრინავების ორ ესკადრილიას შეიძენს

ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისგან საბრძოლო თვითმფრინავების ორ ესკადრილიას შეიძენს.

როგორც მედია წერს, კონკრეტული რაოდენობა არ სახელდება, თუმცა ესკადრილია, სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო სტანდარტის მიხედვით, შეიძლება, 12-დან 24 თვითმფრინავს მოიცავდეს. ეს ნაბიჯი ისრაელის 119-მილიარდდოლარიანი სამხედრო გაძლიერების გეგმის ნაწილია.

ისრაელში აღნიშნეს, რომ ირანთან ომმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ისრაელის სტრატეგიული კავშირი და მოწინავე საჰაერო ძალები“.

ცნობისთვის, ისრაელმა ცალკე შეთანხმება გასული წლის დეკემბერში გააფორმა 8.6 მილიარდ დოლარად 25 თვითმფრინავის შეძენაზე.

იტვირთბა....