აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მამაცი ხმების გარეშე სიმართლე სინათლეს ვერ ხედავს – პრესის თავისუფლება არა პრივილეგია, არამედ ყველა დემოკრატიის ფუნდამენტია” – გერმანიის საელჩო

გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ,-ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ვრცელდება.

საელჩო აღნიშნავს, რომ რთულ პერიოდებში დამოუკიდებელი მედიის არსებობა განსაკუთრებით აუცილებელია.

„მამაცი ხმების გარეშე სიმართლე სინათლეს ვერ ხედავს. დღეს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. დღე, რომელიც გვახსენებს, რომ პრესის თავისუფლება არა პრივილეგია, არამედ ყველა დემოკრატიის ფუნდამენტია. განსაკუთრებით, რთულ პერიოდებშია დამოუკიდებელი მედიის არსებობა აუცილებელი. იგი ხედავს, იმას რასაც სხვები არ ამჩნევენ, ამხელს კორუფციას და ხალხს გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ. აქ შეგიძლიათ მეტი გაიგოთ დამოუკიდებელი ქართული ონლაინ მედიის ქსელის „სინათლის“ მუშაობის შესახებ და/ან თვალი ადევნოთ სხვა დამოუკიდებელ ქართულ ონლაინ მედიებს: Sinatle Media • სინათლე მედია . ყოველი გამოხმაურება და გაზიარება მნიშვნელოვანია!“,-აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

იტვირთბა....