აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მომდევნო კვირაში ვატიკანში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მომდევნო კვირაში ვატიკანში ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მარკო რუბიო შეხვედრას ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან გამართავს. ჯერ უცნობია, გაიმართება თუ არა შეხვედრა რომის პაპთან, ლეო XIV-სთან.

ამის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რომში გაემგზავრება, სადაც იტალიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან გამართავს მოლაპარაკებებს. როგორც მედია წერს, რუბიომ ასევე მოითხოვა შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან, თუმცა შედგება თუ არა მოლაპარაკებები, დადასტურებული არ არის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვას ისახავს მიზნად. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ თვეში იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი საჯაროდ გააკრიტიკა. დონალდ ტრამპის კრიტიკის ობიექტი გახდა რომის პაპიც.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ – სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია“. მისივე თქმით, არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს. საპასუხოდ რომის პაპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არ ეშინია და ომის წინააღმდეგ აქტიურ გამოსვლებს გააგრძელებს.

იტვირთბა....