ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო პასკებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო პასკების შეძენასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, ქუჩაში, გარევაჭრობის პირობებში გამოტანილი სააღდგომო პასკების შეძინისგან თავი შეიკავონ.

მისივე განმარტებით, სააგენტომ სხვადასხვა ქსელები უკვე შეამოწმა და საკონდიტრო ნაწარმთან დაკავშირებით გარკვეული, მათ შორის ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოვლინდა.

“ასეთი დღესასწაულებისას ქაოსის ელემენტებს შეიცავს გარევაჭრობები. ქაოსურად ხდება ასეთი პროდუქციის რეალიზება და სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არის. სასურველი იქნება მოსახლეობამ თავი შეიკავოს, პირველ რიგში, გარევაჭრობების ადგილებზე, ქუჩაში ასეთი პროდუქციის შეძენისგან, ვინაიდან ისინი აბსოლუტურად დაუცველია ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით”.-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კახა სოხაძემ.

იტვირთბა....