აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

„ბიბისი“ – ლიბანზე ისრაელის იერიშს, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ ლიბანზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების მიუხედავად, ისრაელი ლიბანზე იერიშებს აგრძელებს.

განცხადებაში აღნიშნულია,რომ ისრაელის იერიშის შედეგად ნაბატიეს რაიონის ქალაქ ჰაბუშში რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი და ერთი ბავშვი.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამ რეგიონში ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდასხმამდე ევაკუაციის ბრძანება გასცეს.

ამასთან, სიდონის რაიონის სოფელ ზრარიეში დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ქალი, ხოლო ტირის რაიონის სოფელ აინ-ბაალში ერთი ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში, იერიშის შედეგად დაშავებულია 32 ადამიანი.

ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის 10-დღიანი შეწყვეტა 16 აპრილს გამოცხადდა. შემდეგ, 23 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზავი კიდევ სამი კვირით გახანგრძლივდა.

იტვირთბა....