აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის მთავარი საფრთხე არა გარე მტრები, არამედ ნატო-ს შიგნით მიმდინარე პროცესებია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის მთავარი საფრთხე არა გარე მტრები, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შიგნით მიმდინარე პროცესებია.

როგორც ტუსკი სოციალურ ქსელში წერს, არსებული გამოწვევების ფონზე აუცილებელია ერთობლივი მოქმედება.

„ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს არა მისი გარე მტრები, არამედ ალიანსში მიმდინარე გახლეჩა წარმოადგენს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც საჭიროა, ამ კატასტროფული ტენდენციის შესაჩერებლად“, – წერს დონალდ ტუსკი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის ბრძანება გასცა. პროცესი 6-12 თვის განმავლობაში დასრულდება.

ცნობისთვის, ირანთან მიმდინარე ომის გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შორის დაძაბულობა გაიზარდა. გერმანიის კანცლერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ამერიკელებს სტრატეგია არ აქვთ“, საპასუხოდ დონალდ ტრამპმა ფრიდრიხ მერცი „საშინლად“ შეაფასა და თქვა, რომ მას „არაფერი ესმის“.

იტვირთბა....