აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პენტაგონში აცხადებენ, რომ პიტ ჰეგსეტმა გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის ბრძანება გასცა

პენტაგონი გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრძანება თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა გასცა და აღნიშნული  პროცესი 6-12 თვის განმავლობაში დასრულდება.

„ეს გადაწყვეტილება ევროპაში ჩვენი სამხედრო განლაგების საფუძვლიანი მიმოხილვის შედეგია“, – აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ირანთან მიმდინარე ომის გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შორის დაძაბულობა გაიზარდა .

გერმანიის კანცლერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ამერიკელებს სტრატეგია არ აქვთ“, საპასუხოდ დონალდ ტრამპმა ფრიდრიხ მერცი „საშინლად“ შეაფასა და განაცხადა, რომ მას „არაფერი ესმის“.

გერმანიაში ამჟამად 36 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მსახურობს, რაც ევროპაში აშშ-ის ყველაზე დიდი კონტინგენტია.

იტვირთბა....