ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო მანქანებზე ტარიფი 25%-მდე გაიზრდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„სიხარულით ვაცხადებ, რომ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ევროკავშირი არ ასრულებს ჩვენს მიერ სრულად შეთანხმებულ სავაჭრო შეთანხმებას, შემდეგ კვირას შეერთებულ შტატებში ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო მანქანებზე ტარიფს 25%-მდე გავზრდი. ტარიფი 25%-მდე გაიზრდება. სრულიად გასაგებია და შეთანხმებულია, რომ თუ მსუბუქ და სატვირთო მანქანებს ამერიკულ ქარხნებში აწარმოებენ, ტარიფი არ არის. ამჟამად მშენებლობის პროცესშია მრავალი საავტომობილო და სატვირთო ქარხანა, რომლებშიც 100 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული, რაც რეკორდია ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების წარმოების ისტორიაში. ეს ქარხნები, რომლებშიც ამერიკელი მუშები მუშაობენ, მალე გაიხსნება – ის, რაც ამერიკაში დღეს ხდება, არასდროს მომხდარა!” – წერს ტრამპი.

