ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებების შესახებ თავისი უახლესი წინადადება პაკისტანელ შუამავლებს გადასცა”- CNN

ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებების შესახებ თავისი უახლესი წინადადება პაკისტანელ შუამავლებს გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი მოლაპარაკების პროცესთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას მოიცავს ეს წინადადება, ან დათანხმდება თუ არა მას ტრამპი.

ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება თითქმის ოთხი კვირაა გრძელდება მას შემდეგ, რაც მათ დროებითი ზავის შეთანხმებას მიაღწიეს.

ამ ფონზე, აშშ ირანის პორტების ბლოკადას ახორციელებს, ხოლო ჰორმუზის სრუტე თეირანის მიერ ფაქტობრივად დაკეტილი რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ მოლაპარაკებები ჩიხში შესული ჩანდა, ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ მათი სტატუსის შესახებ მის და კიდევ რამდენიმე ადამიანის გარდა არავინ იცის, რითაც მიანიშნა, რომ პროცესი კვლავ გრძელდება.

იტვირთბა....