აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნეგატივი, რომელიც მათ უხვად აქვთ გამეტებული საქართველოსათვის, საბოლოოს, უბრუნდებათ და უტრიალდებათ უკან და ერთმანეთთან ურთიერთობაში ეს ყველაზე კარგად აისახება” – ირაკლი ქადაგიშვილი “ოპოზიციურ ალიანსზე“

ნეგატივი, რომელიც მათ უხვად აქვთ გამეტებული საქართველოსათვის, საბოლოო ჯამში უბრუნდებათ და უტრიალდებათ უკან და ერთმანეთთან ურთიერთობაში ეს ყველაზე კარგად აისახება, – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან „ოპოზიციურ ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ოპოზიციის ერთადერთი პერსპექტივა ის არის, რომ „რამენაირად ამ ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოიშალოს და მოსახლეობაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს“.

„ახლა ოპოზიციის პერსპექტივა არის ერთადერთი რამ: რამენაირად ამ ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოიშალოს და რამენაირად მოსახლეობაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს. რამენაირად ეკლესიაში პატრიარქის გამორჩევასთან დაკავშირებული საკითხები სკანდალურად წარმართონ – აი, ეს არის მათი პერსპექტივა. ჩვენს საზოგადოებას შეიძლება რაღაცა უკეთესი უნდოდეს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამ კლასტერში ის ხვალინდელ უკეთესობას ნამდვილად ვეღარ ხედავს. აქედან გამომდინარე, ნეგატივი, რომელიც მათ უხვად აქვთ გამეტებული საქართველოსათვის, საბოლოო ჯამში უბრუნდებათ და უტრიალდებათ უკან და ერთმანეთთან ურთიერთობაში ეს ყველაზე კარგად აისახება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

იტვირთბა....