aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სახალხო დამცველი: „დაკავებულსაც და მისი ოჯახის წევრებსაც გაუპატიურებით ემუქრებოდნენ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მოქალაქის მიმართ პოლიციელთა მიერ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას სთხოვს.

“მოქალაქის განმარტებით, იგი 25 აპრილს, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, ხელბორკილები დაადეს და პოლიციელთა ავტომანქანაში ჩასვეს. როგორც გ.ა. აცხადებს, პოლიციელმა მ.ყ.-მ ჯერ სახის არეში დაარტყა ხელი, შემდეგ სხეულზე რამდენჯერმე – ფეხი. დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილების ეზოში, სადაც რამდენიმე პოლიციელი სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ხოლო მ.ყ. სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების განხორციელებით დაემუქრა. ამასთან, პოლიციელები ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების გაუპატიურებით” – აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის ცნობით, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერებისა და საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას შედგენილი ოქმების მიხედვით, მოქალაქე გ.ა.-ს სხეულის დაზიანებები აღენიშნება.

“მეტრონომი” პროკურატურას დაუკავშირდა. როგორც პრესამსახურში გვითხრეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყება განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

იტვირთბა....