Bloomberg: 2026 წლის დასაწყისიდან რუსი ოლიგარქების ქონება 16,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა – კომპანიების, EuroChem-ისა და SUEK-ის თანადამფუძნებელმა, ანდრეი მელნიჩენკომ, წლის დასაწყისიდან 5,8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და მისმა ქონებამ 24,7 მილიარდს მიაღწია.
Novatek-ის ხელმძღვანელის, ლეონიდ მიხელსონის ქონება 4,94 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 28,6 მილიარდი შეადგინა.
გენადი ტიმჩენკომ 3,4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რის შედეგადაც მისი ქონება 17,7 მილიარდამდე გაიზარდა.
ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანიის დამფუძნებელმა, ისკანდერ მახმუდოვმა, 1,22 მილიარდი დოლარი დააგროვა და მისმა ქონებამ 9,09 მილიარდს მიაღწია.
Severstal-ის დამფუძნებლის, ალექსეი მორდაშოვის ქონება 2,92 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 29,2 მილიარდი შეადგინა.
ამავდროულად, Telegram-ის თანადამფუძნებლის, პაველ დუროვის ქონება 2,08 მილიარდი დოლარით შემცირდა და 12,3 მილიარდი შეადგინა, ხოლო ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვის ქონება — 1,03 მილიარდით, 18,2 მილიარდამდე შემცირდა.

