აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გენერალი კეინი ადასტურებს, რომ რუსეთი ირანს აშშ-ს წინააღმდეგ ომში დახმარებას უწევს

აშშ-ს გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა დენ კეინმა 30 აპრილს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე სენატორებს განუცხადა, რომ რუსეთი ირანს აშშ-ს წინააღმდეგ ომში “გარკვეულ” დახმარებას უწევს. 

“ეჭვგარეშეა, რომ ვლადიმირ პუტინის რუსეთი სერიოზულ ნაბიჯებს დგამს, რათა ძირი გამოუთხაროს ირანში წარმატების მიღწევის მხრივ ჩვენს ძალისხმევას. ამასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა არსებობს?” – იკითხა რესპუბლიკელმა სენატორმა, როჯერ უიკერმა, რომელიც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. 

კითხვაზე პასუხისას აშშ-ს უმაღლესი რანგის გენერალმა დაადასტურა, რომ რუსეთის მხრიდან “გარკვეული ქმედებები ნამდვილად არსებობს,” თუმცა, მოსმენის საჯაროობიდან გამომდინარე მას კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია. 

მარტის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი ამბობდა, რომ ირანის სამხედრო ტაქტიკის უკან პუტინის “ფარული ხელი” დგას.

იტვირთბა....