აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იერუსალიმში ფრანგ მონაზონზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს  

იერუსალიმში ფრანგ მონაზონზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს.

ისრაელის პოლიციაში განაცხადეს, რომ დაკავებულია 36 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც სავარაუდოდ საფრანგეთში დაბადებულ სასულიერო პირზე თავდასხმაშია ბრალდებული. სასულიერო პირი იერუსალიმში, ბიბლიური და არქეოლოგიური კვლევების ფრანგულ სკოლაში მკვლევარად მუშაობს.

მონაზონზე თავდასხმა, 28 აპრილს, სიონის მთაზე მეფე დავითის საფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

იერუსალიმში ბიბლიური და არქეოლოგიური კვლევების ფრანგული სკოლის მკვლევარს, 48 წლის ფრანგ სასულიერო პირს მამაკაცი დაედევნა, მიწაზე დააგდო და ფეხით დაარტყა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტს „სამარცხვინო აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება კვლავ „ყველა სარწმუნოების რელიგიისა და თაყვანისცემის თავისუფლების დაცვის“ ერთგული რჩება.

იტვირთბა....