აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ნავთობის ფასი დამოკიდებულია, როგორ სძინავს დონალდ ტრამპს, როდესაც კარგად სძინავს, ფასი დაბლა ჩამოდის, როდესაც ცუდად, ავტომატურად მაღლა ადის” – რობერტ ფიცო

ნავთობის ფასები დამოკიდებულია იმაზე, როგორ სძინავს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არსებულ ვითარებაში შესაძლოა, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია დაიშალოს.

„ახლა კარგი დრო არ არის. ჩვენ ზეწოლის ქვეშ ვართ ნავთობის ფასების გამო. ეს დამოკიდებულია, როგორ სძინავს დონალდ ტრამპს. მას როდესაც კარგად სძინავს, ნავთობის ფასი დაბლა ჩამოდის,  როდესაც მას ცუდად სძინავს და რაიმე განცხადებას აკეთებს, ნავთობის ფასი ავტომატურად მაღლა მიდის. რა შეიძლება მოხდეს? ნატო-ს ჩამოშლა? შესაძლოა, ეს მოხდეს. ნუ ვიტყვით, რომ ნატო უკვდავია და სიტუაცია, სადაც ნატო-ს არსებობა შეიძლება, შეწყდეს, შეუძლებელია“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში აშშ-ის ინტერესებზე.

„დღეს გაერო დაცინვის საგანია. ვინ შეაჩერა ამერიკელები ერაყში? ვინ შეაჩერა ამერიკელები ირანში? ვინ შეაჩერა ამერიკელები, მაგალითად, ვენესუელაში? და მეშინია, რომ აშშ-ის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნებიც გამოჩნდებიან. ძირითადად, კუბაზე ვსაუბრობ. დანიისა და გრენლანდიის ამბავი კი ჯერ არ დასრულებულა, სადაც აშშ, სავარაუდოდ, კვლავ გამოხატავს თავის ინტერესებს“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

იტვირთბა....