აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთში ნავთობის გადამუშავება ბოლო 17 წლის განმავლობაში მინიმალურ ნიშნულზეა

„ბლუმბერგის“ ცნობით, უკრაინის მხრიდან რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გააქტიურების შედეგად, რუსეთში ნავთობის გადამუშავება დღეში 4,69 მილიონ ბარელამდე შემცირდა. ეს 2009 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

როგორც „ბლუმბერგი“ რუსული და უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, აპრილის თვეში უკრაინამ 21 იერიში მიიტანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საზღვაო ობიექტებზე – მათ შორის საექსპორტო ტერმინალებსა და მილსადენებზე. უკრაინის სამიზნე გახდა, სულ მცირე, ცხრა ქარხანა, მათგან ხუთმა სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტა წარმოება.

უკრაინული სააგენტოების ცნობით, აპრილში უკრაინა დაუბრუნდა სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განმეორებითი დარტყმები ხორციელდება, რაც ობიექტების სწრაფად აღდგენას აფერხებს.

იტვირთბა....