2026 წლის ვენეციის ბიენალეს გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა ჟიურის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, აჩვენებს საერთაშორისო ხელოვნების წამყვანი პლატფორმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აგრესორის კულტურა არ არის ნეიტრალური ომის დროს და არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული აგრესორის ინტერესებისთვის, მისი „დანაშაულების გასათეთრებლად და პროპაგანდის გასავრცელებლად“.
„თავიდანვე, ვენეციის ბიენალეს მხდლური არჩევანი, ეღიარებინა რუსეთი, სამარცხვინო იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აგრძელებს ის ვენეციის ბიენალესთვის ზიანის მიყენებას. უკრაინა მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც, მორალური პასუხისმგებლობითა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით ხელმძღვანელობით, უარს ამბობს ამ სირცხვილის მიღებაზე. მოვუწოდებთ ვენეციის ბიენალეს, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და არ დაუშვას რუსეთი. ჯერ კიდევ არის დრო, რომ დავუბრუნდეთ პრინციპულ პოზიციას, რომელსაც ხელოვნების საერთაშორისო საზოგადოება ინარჩუნებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან“, – აცხადებს სიბიგა.
ცნობისთვის, ვენეციის ბიენალე თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში იმართება. ვენეციის 61-ე ბიენალე წელს 9 მაისს იხსნება და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

