უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს – ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ აფეთქებები ხმა ისმოდა ოკუპირებულ მარიუპოლშიც.
მათივე ცნობით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში უკრაინამ ტუაფსეს სამრეწველო ობიექტები მეოთხედ დაბომბა. თავდასხმის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ახლაც უშედეგოდ მიმდინარეობს, ევაკუირებულია მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.

