აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის დარტყმების გამო რუსეთში ნავთობგადამუშავების საშუალო მოცულობა 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებლამდე დაეცა – Bloomberg

უკრაინის დარტყმების გამო რუსეთში ნავთობგადამუშავების საშუალო მოცულობა დღე-ღამეში 4,69 მილიონ ბარელამდე დაეცა, რაც 2009 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია – ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ანალიტიკური კომპანიის OilX შეფასებებზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, აპრილის განმავლობაში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საზღვაო ობიექტებზე (მათ შორის საექსპორტო ტერმინალებზე) და ნავთობსადენების ინფრასტრუქტურაზე სულ მცირე 21 უკრაინული დარტყმა განხორციელდა. მონაცემები ეყრდნობა Bloomberg-ის მიერ ორივე ქვეყნის საჯარო განცხადებების საფუძველზე შეგროვებულ ინფორმაციას.

აპრილში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ სექტორზე სულ მცირე ცხრა დარტყმა განხორციელდა – ეს წლის დასაწყისიდან ყველაზე მაღალი.

თვიური მაჩვენებელია. ანალიტიკური კომპანიის OilX შეფასებით, რუსეთში ნავთობგადამუშავების საშუალო მოცულობა დღე-ღამეში 4,69 მილიონ ბარელამდე დაეცა, რაც 2009 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მოცულობების ვარდნა ზრდის წნეხს როგორც შიდა ბაზარზე, ისე დიზელის საწვავის მსოფლიო ექსპორტზე. დაბალი გადამუშავება ასევე ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას, გაზარდოს ნავთობის მოპოვება, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მნიშვნელოვნად ჩამორჩება OPEC+-ის ფარგლებში დადგენილ კვოტას.

იტვირთბა....