თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე აფთიაქი გაძარცვეს. ექსპერტ-კრიმინალისტები ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, გავრცელებული ინფორმაციით აფთიაქიდან მძარცველებმა 110 ლარის წაღება მოახერხეს.
„მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეს ისევ ეძებენ.