აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვენეციის ბიენალეს ჟიური თავმჯდომარემ და წევრებმა გამოფენის გახსნამდე ცხრა დღით ადრე დატოვეს

ვენეციის ბიენალეს ჟიურის წევრები გადადგნენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, მსოფლიო ხელოვნების ყველაზე ცნობილი გამოფენის საერთაშორისო ჟიური თავმჯდომარემ და ოთხივე წევრმა მის გახსნამდე ცხრა დღით ადრე დატოვეს.

ბიენალეს ოფიციალურ ვებგვერდზე მათი გადადგომის მიზეზი დასახელებული არ არის.

ერთი კვირის წინ ჟიურის წევრებმა გადაწყვიტეს, ჯილდოების პრეტენდენტებად არ განეხილათ ნამუშევრები იმ ქვეყნებიდან, რომელთა ლიდერებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში სდებს ბრალს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ წელს რუსეთს ვენეციის ბიენალეში მონაწილეობის უფლება ექნებოდა. ამ გადაწყვეტილებას არაერთი ქვეყნის კრიტიკა მოჰყვა. 20-ზე მეტმა ევროპულმა ქვეყანამ მოითხოვა, რუსეთს ვენეციის ბიენალეში მონაწილეობის უფლება არ მიეცეს. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, ბიენალეზე რუსეთის დაბრუნება ამორალურია და ამის გამო გამოფენის დაფინანსების შემცირება იგეგმება.

ამასთან, ვენეციის ბიენალეზე რუსული პავილონის გახსნის გამო, ევროკავშირმა გამოფენას ორმილიონიანი გრანტი შეუჩერა.

იტვირთბა....