აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გემი, რომელსაც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ გადააქვს მარცვლეული, ისრაელში არ განიტვირთება” – ანდრეი სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გემი, რომელსაც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ გადააქვს მარცვლეული, ისრაელში არ განიტვირთება.

“მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გემი „PANORMITIS“, რომელსაც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ გადააქვს მარცვლეული, ისრაელში არ განიტვირთება. ეს ადასტურებს, რომ უკრაინის სამართლებრივი და დიპლომატიური ქმედებები ეფექტური აღმოჩნდა. ეს ასევე არის მკაფიო სიგნალი ყველა სხვა გემის, კაპიტნის, ოპერატორის, მზღვეველისა და მთავრობისთვის: ნუ იყიდით მოპარულ უკრაინულ მარცვლეულს. ნუ გახდებით ამ დანაშაულის თანამონაწილე. ჩვენ ვაგრძელებთ კონკრეტულად ამ გემზე თვალყურის დევნებას და ყველას ვაფრთხილებთ მასთან ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებისგან. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების გაძლიერებას რუსეთის მარცვლეულის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ.“ – წერს პლატფორმა X-ზე ანდრეი სიბიგა.

28 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გადასცა ისრაელის ელჩს, მიხაილ ბროდსკის. პროტესტი უკავშირდება ისრაელში იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სისტემატურ შეტანას, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ გაიტანა.

იტვირთბა....