უცხოელ აგროსორთა ადგილი სპარსეთის ყურეში მხოლოდ ფსკერზეა, – ამის შესახებ აღნიშნულია ირანის სულიერი ლიდერი მოჯტაბა ხამენეის განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„’ჩვენ და ჩვენი მეზობლები სპარსეთისა და ომანის ყურეში, საერთო ბედს ვიზიარებთ და ადგილი უცხოელი აქტორებისა, რომლებიც ხარბი ზრახვებით მოდიან ათასობით კილომეტრის დაშორებიდან, აქ არ არის, გარდა წყლის სიღრმისა“, – ნათქვამია მოჯტაბა ხამენეის განცხადებაში.
ამავე წერილში ხამენეი აღნიშნავს, რომ ირანი შედის „რეგიონული და გლობალური წესრიგის“ ახალ ეტაპზე და „დაიცავს“ მის ბირთვულ და სარაკეტო პოტენციალს.

