მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ და აღარ ვიტყვი, რა და როგორ იქნება, მაგრამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია, – ამის შესახებ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით არსებითი ნაბიჯები გადაიდგა, რათა „გაყინული ურთიერთობები აღედგინათ“.
„ჩვენთვის სასურველი წერტილია, როცა შევძლებთ, ვთქვათ, რომ ეს არის ის დონე, რაც გვაკმაყოფილებს და რაც სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა. იმედია, მაისში მოვლენების რა განვითარების მოლოდინიც გვაქვს, ამ პროცესს არსებითად ხელს შეუწყობს. როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით არსებითი ნაბიჯები იყო გადადგმული, რათა აღგვედგინა გაყინული ურთიერთობები, რაც წინა ადმინისტრაციამ დაგვიტოვა და გველაპარაკა შემდეგ ნაბიჯებზე. იმედია, მაისის ვიზიტი თუ შეხვედრები ამ პროცესს ხელს შეუწყობს. აპრილში იყო ვიზიტი, ზარი და ასე შემდეგ. პოლიტიკური ნება არსებობს და სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. 12 მაისის თუ 25 მაისის დასახელებას აზრი არ აქვს, ყინული დაძრულია, ვცდილობთ, ურთიერთობა გაგრძელდეს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

