აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ზავთან დაკავშირებულ რუსეთის ინიციატვაზე თავის ადმინისტრაციას ტრამპის გუნდთან დაკავშირება და დეტალების გარკვევა დაავალა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ზავთან დაკავშირებულ ინიციატვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ადმინისტრაციას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდთან დაკავშირება და რუსული წინადადების დეტალების გარკვევა დაავალა.

„ჩვენ გავარკვევთ, რაზეა საუბარი – მოსკოვში აღლუმის რამდენიმესაათიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე თუ სხვა რამეზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის მტკიცებით, უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და ამ ომის დასასრულებლად საჭირო დიპლომატიურ სამუშაოებს ახორციელებს.

„ჩვენი წინადადებაა გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა, რაც უზრუნველყოფს ხალხის საიმედო უსაფრთხოებას და ხანგრძლივ მშვიდობას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უკრაინა მზადაა, ამ მიმართულებით იმუშაოს ნებისმიერ ღირსეულ და ეფექტურ ფორმატში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რუსეთია პრეზიდენტსა და აშშ-ის პრეზიენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უშაკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს 9 მაისის აღლუმთან დაკაშირებით უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შესთავაზა. იური უშაკოვის თქმით, ტრამპმა „ინიციატივას მხარის აქტიურად დაუჭირა“.

იტვირთბა....