აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინამ მიიღო 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება, რომელიც კონგრესმა 2025 წლის დეკემბერში დაამტკიცა

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინამ მიიღო 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება, რომელიც კონგრესმა 2025 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფინანსური დახმარების გამოყოფა კონგრესმა რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა, სენატში აცხადებდნენ, რომ სახსრების კიევისთვის გადაცემა ფერხდებოდა.

როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა 29 აპრილს კონგრესში გამართულ სხდომაზე განაცხადა, თანხა უკრაინას უკვე გადაურიცხეს.

„ეს თანხა გამოყოფილი იყო ევროპული ქვეყნების პოტენციალის ასამაღლებლად და გუშინ გადაირიცხა“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

პენტაგონში საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, საუბარია „უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივის“ ფარგლებში გამოყოფილ 400 მილიონ დოლარზე, რომელიც პენტაგონის მიერ ამერიკული კომპანიებისგან აღჭურვილობის შესყიდვას ითვალისწინებს. ეს ასიგნებები შესულია ეროვნული თავდაცვის შესახებ კანონში, რომელიც კონგრესმა 2025 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

იტვირთბა....