“ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ იგი მზად არის დაასრულოს ომი უკრაინაში, თუ კიევი რუსეთს დაუბრუნდება. ტრამპის რეაქცია უცნობია.“ – წერს პლატფორმა X-ზე პუტინის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი.
29 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ მან ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ელაპარაკა. პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, სატელეფონო საუბარი საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.
“ჩვენ უკრაინის ომზე ბევრი ვისაუბრეთ, მას სურდა, რომ დახმარება შემოეთავაზებინა, მე ვუთხარი, სანამ მე დამეხმარები, მინდა, შენი ომი დაასრულო. მე ვფიქრობ, რომ ის შეთანხმების გასაფორმებლად მზად არის, მგონია, რომ ზოგიერთმა ადამიანმა მას შეთანხმების გაფორმება გაურთულა… არ ვიცი რომელი ომი უფრო სწრაფად დამთავრდება, ეს საინტერესო შეკითხვაა” | თქვა ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

