აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში, პერმში უკრაინელების საჰაერო თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს უკვე 24 საათზე მეტია, ვერ აქრობენ

რუსეთის ქალაქ პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელსაც უკრაინელებმა 29 აპრილს, გამთენიისას დაარტყეს, ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ – ინფორმაციასა და ფოტო-ვიდეო კადრებს უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ.

უკრაინელებმა 29 აპრილის დილით ნავთობის სატუმბ სადგურს დაარტყეს. ადგილზე ნავთობით სავსე 2-3 ავზი იწვის და პირდაპირი ზარალი, შესაძლოა, ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანისა და ამოტუმბვის შეჩერების გათვალისწინების გარეშე, 75-112 მილიონი დოლარი იყოს.

იტვირთბა....