Politico-ს ცნობით, ევროკავშირი უკრაინისთვის დროებითი პრივილეგიების პაკეტს ამზადებს, რომელიც უზრუნველყოფს უკეთეს წვდომას ევროპულ ბაზარზე და ინსტიტუტებზე, სრული წევრობის გარეშე – ამის შესახებ გამოცემა 4 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს.
მათი ცნობით, პრივილეგიების პაკეტი სწრაფი გაწევრიანების გეგმის ალტერნატივად განიხილება.
“წევრმა სახელმწიფოებმა ნათლად თქვეს, რომ მოკლე პერიოდში ევროკავშირის წევრობა რთული წარმოსადგენია. თუმცა ჩვენ გვაქვს ალტერნატიული შემოთავაზება, რომელიც ერთად წაგვწევს წინ მანამდე” – ამბობს ერთ-ერთი წყარო.

